ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
Airbnb-ი ტონი სტარკის უკანასკნელ საცხოვრებელს აქირავებს

საცხოვრებელი ფართების მოკლევადიანი მიზნით გაქირავების სერვისი Airbnb-ი ფილმ „შურისმაძიებლები: დასასრული“-ში გადაღებულ „აირონ-მენის“ უკანასკნელ საცხოვრებელ სახლს აქირავებს. საუბარია სახლზე, რომელშიც ფილმის პერსონაჟი მის ცოლთან და ქალიშვილთან ერთად ტბის პირას ცხოვრობს. რკინის კაცის ბოლო საცხოვრებელი ჯორჯიას შტატში ფერნბერნში მდებარეობს.

ბინაშია სამი საძინებელი და სამი აბაზანა. კოტეჯის დიზაინი და ინტერიერი თავიდან ბოლომდე ესადაგება ფილმს. გამქირავებელი ითხოვს ყურადღების გამახვილებას რამდენიმე ფაქტზე: სახლში აკრძალულია მოწევა, აკრძალულია ღონისძიებებისა და წვეულებების გამართვა. მასში 6-მდე ადამიანს შუძლია იცხოვროს ერთდროულად. აღწერაში ასევე აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე შესაძლოა, შეგხვდეთ ველური ცხოველები, მათ შორის ირმები, მგლები, ტახები და კამეჩებიც კი.

ამ სახლში შესაძლოა, არ იყოს იმ დონის ფუფუნება როგორიც „სტარკ-ტაუერშია“, თუმცა ზუსტად აქ გახდა ტონი სტარკი ადამიანი, როგორიც ის უნდა გამხდარიყო.

კოკა კვირკველია