მხატვარ პოლ გოგენის პირველი ნახატი, რომელზეც აღბეჭდილია შვეიცარიული შალე (პატარა სოფლის სახლი) საფრანგეთში გამართულ აუქციონზე 80 ათას ევროდ გაიყიდა - წერს შვეიცარიული გამოცემა Matin-ი.
ნახატი, რომელიც მხატვარმა 1885 წელს შექმნა, თავად გოგენის მიერ არის ხელმოწერილი. მომავალმა მხატვარმა აღნიშნული ნახატი 17 წლის ასაკში შექმნა და ის არა ნატურში, არამედ ესკიზების მიხედვით დახატა. ესკიზები კი მისი მასწავლებლის მიერ იყო შექმნილი. გაზეთი წერს, რომ ტილოს შექმნისთვის გამოყენებულია ჩინური მელანი და აკვარელი.
ექსპერტები ტილოს მაქსიმალურ ფასს 60 000 ევროს ასახელებდნენ, თუმცა ის პროგნოზირებულზე ძვირად გაიყიდა. გამარჯვებული ტელეფონით გამოვლინდა, მისი ვინაობა უცნობი დარჩა, თუმცა მხოლოდ ის ითქვა, რომ „ტილო დაბრუნდება შვეიცარიაში“.