ოქროს ფასი ბოლო ერთი წლის მაქსიმუმზეა

მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი გაიზარდა და და ბოლო ერთი წლის მაქსიმუმზეა.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ოქროზე ფასმა 1,2%-ით მოიმატა და უნციაზე 1359,5 დოლარი შეადგინა. MarketWatch-ის ინფორმაციით, ოქროზე ფასებმა ბოლო 13 სესიიდან 12-ის განმავლობაში მოიმატა.

ანალიტიკოსების განცხადებით, მსგავსი ფასი ბოლოს 2018 წლის აპრილში დაფიქსირდა. ამის მთავარ მიზეზად კი ჩინეთიდან მიღებული სტატისტიკური მონაცემები სახელდება, რომლის თანახმად ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი არის შენელებული, ასევე დაძაბულობის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაკავშირებით.

კოკა კვირკველია