სოციალური ქსელი Facebook-ი აპირებს, რომ 2021-2022 წლებისთვის სულ ცოტა ორჯერ გაზარდოს სარეკლამო დანახარჯები - წერს The Wall Street Journal-ი.
კონკრეტული ციფრი კომპანიაში არ სახელდება, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით 2018 წელს Facebook-მა შტატებში მარკეტინგში 382 მილიონი დოლარი დახარჯა, მაშინ როცა 2017 წელს ეს ციფრი მხოლოდ 50 მილიონი იყო.
ახალი სარეკლამო სტრატეგია შეეხება Facebook-ს, WhatsApp-ს და Instagram-ს.
„კომპანიამ უკვე დაიწყო იმიჯის აღდგენის კამპანია“, - განაცხადა სოციალური ქსელის მარკეტინგის დირექტორმა ანტონიო ლუჩიომ. 2018 წელს სოციალურმა ქსელმა შეცვალა დიზაინი და ასევე გამოსცა ვიდეორგოლი დაპირებით - აღმოფხვრას სოციალური ქსელის ყველა ნაკლი.
როგორც ცნობილია, 2018-2019 წლებში მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაუცველობის გამო, სოციალურ ქსელი არაერთ სკანდალში გაეხვა, თუმცა მიუხედავად ამისა, მისი აუდიტორია მაინც მზარდია. გასულ კვარტალში მისი ყოველდღიური მომხმარებელთა რიცხვი 1,56 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო ყოველთვიურმა შეადგინა 2,38 მილიარდი ადამიანი. გაიზარდა შემოსავლებიც, კომპანიის სარეკლამო შემოსავლებმა იანვარ-მარტში 15,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია.