მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან დავით სერგეენკოს შესაძლო წასვლის შესახებ შეკითხვას, თუმცა მთავრობის მეთაურმა იქვე აღნიშნა, რომ გუნდში განახლება და ახალი სისხლი იქნება.
„მოდით, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. გუნდში განახლება და ახალი სისხლი იქნება. ჩვენ განვაცხადეთ, რომ არის ჩვენი პრიორიტეტი, დათო სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი. მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას გაიგებთ, ქართული მედია“, - განაცხადა ბახტაძემ.