1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7559 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0907 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0943 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.