გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ფერმერებს ატმის მოსავლის აღებასა და მის რეალიზაციაში დაეხმარება. როგორც მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ხილის მწარმოებლებთან შეხვედრისას განაცხადა, ამ მიმართულებით, წელს ფერმერებს პრობლემები აღარ ექნებათ.
ცნობისთვის, აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შტაბი კახეთში, კერძოდ, გურჯაანში მდებარეობს.
„წელს ფერმერებს ატმის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის პროცეში პრობლემები აღარ ექნებათ. ამას სამინისტროს მიერ ჩამოყალიბებული, სპეციალური სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს, რომელიც ფერმერებს როგორც მოსავლის აღების, ისე დისტრიბუტორებთან ურთიერთობის პროცესში დაეხმარება“,-აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, ატმის ექსპორტის ხელშეყობის მიზნით, პროდუქტის ექპორტიორები ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და მიღებას, ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ.