9 ქვეყანა შენგენის ზონაში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი გაემგზავრა

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოდან შენგენის ზონის 30 ქვეყნის მიმართულებით 33 456 მოქალაქე გაემგზავრა.

აღნიშნული მონაცემები „ბიზნესპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს. ამასთან, უწყების ცნობით, 2019 წლის აპრილში შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე 302 საქართველოს მოქალაქეს ეთქვა უარი.

შს სამინისტროს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 6 717 საქართველოს მოქალაქე გერმანიაში გაემგზავრა; მას მოსდევს პოლონეთი - 4 507 პირით; მე-3 ადგილზეა იტალია, სადაც აპრილში - 3 803 მოქალაქე გავიდა; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი საბერძნეთი და საფრანგეთი ინაწილებენ, შესაბამისად, 3 373 და 3 100 პირის გამგზვრებით.

იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ყველაზე მეტი გამგზავრება დაფიქსირდა მიმდინარე წლის აპრილში, მოხვდნენ ასევე: ესპანეთი - 2 340 პირის; ავსტრია - 2 282 მოქალაქის; ჩეხეთი - 1 675 და უნგრეთი - 1 343 პირის გამგზავრებით.

თაია არდოტელი