საქართველოში ნათესი ფართობები მცირდება. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.
„საქსტატის“ ცნობით, 2018 წელს საქართველოში ნათესი ფართობები 207.1 ათას ჰექტარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 13.2 ათასი ჰექტარით ნაკლებია. კერძოდ, წლების მიხედვით, ნათესი ფართობების სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2015 წელს - 263.7 ათასი ჰა; 2016-ში - 240 ათასი; 2017 წელს კი 220.3 ათასი ჰექტარი იყო.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, საშემოდგომო კულტურების (ხორბალი, ქერი) ფართობი 2018 წელს 54.5 ათას ჰექტარს შეადგენდა, მაშინ როცა 2017 წელს - 53.6 ათასი ჰექტარი იყო.
საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები კი წინა წელს 2017 წელთან შედარებით, 13.9 ათასი ჰექტრით შემცირდა და 152.7 ათასი ჰექტარი შეადგინა. მათ შორის შემცირებულია მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი; კარტოფილი და ბოსტნეულ-ბაღჩეული და სხვა კულტურები.