ss.ge მომხმარებელს უძრავი ქონების განცხადებების საპოვნელად მარტივ და ჭკვიან ხელსაწყოს სთავაზობს

უძრავი ქონების ბაზარის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე სასურველი ბინის მოძებნა სულ უფრო და უფრო მეტ დროს მოითხოვს.

ამ პროცესს ისიც ართულებს, რომ ადამიანებს მეტად გადატვირთული დღის რეჟიმი აქვთ და საჭირო დროისა და ენერგიის დათმობა ძებნის პროცესისთვის ძალიან უჭირთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უძრავი ქონების საძიებო სისტემა მაქსიმალურად მარტივი და მომხმარებლის სურვილებზე მორგებული იყოს.

სწორედ ამიტომ SS.ge - მუდმივად განაგრძობს პლატფორმის განვითარებასა და გამარტივებას. ბოლო წლის განმავლობაში არაერთი განახლების შემდეგ, SS.ge-მ საზოგადოებას კიდევ ერთი სიახლე „სმარტლისთი“ შესთავაზა, რომელიც ვებგვერდზე შესულ ვიზიტორს ძებნის პროცესს კიდევ უფრო უმარტივებს. განცხადებების გაფილტვრის შემდეგ, განცხადებაში შესვლისას, საიტის მარჯვენა ველში თქვენს მიერ გაფილტრული განცხადებები დაგხვედებათ. შესაბამისად, მომხმარებელს აღარ მოუწევს უკან, ლისტინგის (განცხადებების ჩამონათვალის) გვერდზე დაბრუნება, რომ მისთვის სასურველი სხვა განცხადებები დაათვალიეროს. ერთი განცხადებიდან გასავლა მეორეში პირდაპირ მოხდება. საიტისთვის, რომელიც მომხმარებელს რამდენიმე ასეულ მონაცემიან ბაზას სთავაზობს, ეს დიდი კომფორტია, რადგან მას ყოველი განცხადების ნახვის შემდეგ განცხადებების სიაში (ლისტინგში) დაბრუნება აღარ მოუწევს.

როგორც SS.ge-ს პროექტის მენეჯერი, ილია გიჯაშვილი განმარტავს, კომპანიაში მუდმივად მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნასა და მათი კმაყოფილების ზრდაზე მუშაობენ. „სმარტლისთების“ სახით გამარტივებული საძიებო სისტემაც სწორედ ამ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს.

„განახლებული, ინოვაციური პლატფორმით მომხმარებლებს ძიების პროცესს ვუმარტივებთ. ჩვენი დაკვირვებით თითოეული მომხმარებელი 15 განცხადების დასათვალიერებლად საშუალოდ 10 წუთს ხარჯავს, პლატფორმის განახლებული ხელსაწყოს გამოყენებით კი შევძელით გაგვემარტივებინა ახალ განცხადებებზე შესვლა და SS.ge-ზე ამ დროის 8 წუთამდე შემცირება“ განმარტავს ილია გიჯაშვილი.

„სმარტლისთის“ სახით ანალოგიური მარტივი საძიებო სისტემა გლობალურად მხოლოდ ვიდეო პლატფორმებზე გამოიყენება, რაც მომხმარებელს ვიდეოების ყურების პროცესს უმარტივებს, უძრავი ქონების ბაზარზე კი SS.ge პირველია, ვინც პლატფორმის მსგავსი განვითარების გზით მომხმარებელს მისთვის სასურველი უძრავი ქონების ძიების პროცესს უმარტივებს და დროის დაზოგვაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, როგორც „სმარტლისთი“ ასევე SS.ge -ს მიერ ბოლო პერიოდში დანერგილი სიახლეები მას ბაზრის წამყვან, მომხმარებელზე ორიენტირებულ და ინოვაციურ მოთამაშედ აქცევს.