ნათია თურნავა - ანტიდემპინგური კანონპროექტი უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში პარლამენტს წარედგინება

ანტიდემპინგური კანონპროექტი უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში პარლამენტს წარედგინება,- ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ანტიდემპინგური კანონმდებლობა ადგილობრივი წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.

„ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის თვალსაზრისით ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ჩვენს ადგილობრივ წარმოებას უხარისხო კონკურენციისგან, დემპინგურ ფასებში შემოტანილი ანალოგიებისგან. ეს კანონპროექტი უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში მთავრობა დაამტკიცებს და წარედგინება პარლამენტს“,- აღნიშნა თურნავამ.