5 თვეში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა, იმპორტი 3.6%-ით შემცირდა

2019 წლის იანვარ-მაისში წინასწარი მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

აქედან ექსპორტი 1 466.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (14.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 492.8 მლნ აშშ დოლარს (3.6 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-მაისში, 2 026.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტით გაიზარდა და 938.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ლიკა ამირაშვილი