კუს ტბის მიმართულებით, ზაფხულში, საბაგირომ შესაძლოა, ღამითაც იმუშაოს

კუს ტბის მიმართულებით, ზაფხულის პერიოდში შესაძლოა საბაგირომ ღამითაც იმუშაოს. ამის შესახებ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც გვარჯალაძემ აღნიშნა, ასევე შესაძლებელია, ამ მიმართულებით ღამით ელექტროტრანსპორტმა იმოძრაოს.

„კუს ტბაზე დაწესებულებები იხსნება და ეს მიმართულებაც საინტერესოა, მაგრამ სირთულე ისაა, რომ იქ დამატებითი ტრანსპორტის ასვლა პრობლემებს შექმნის. ამიტომ ვფიქრობთ, გამოვიყენოთ საბაგირო. თუ ღონისძიებები იქნება და ხალხის რაოდენობაც, ვფიქრობ, ამაზე ფიქრი შეიძლება. ამასთან, ავტობუსს სჯობს იქ შედარებით ეკოლოგიური ტრანსპორტი, ველოსიპედი ან ელექტროტრანსპორტი გამოვიყენოთ. საბაგირო ახლა 22:00 საათამდე მუშაობს, მაგრამ დროის გახანგრძლივებაზე ფიქრი შესაძლებელია“, - განაცხადა გვარჯალაძემ.