აშშ-ის კონგრესის ფინანსური სამსახურის კომიტეტის თავმჯდომარემ მაქსინ უოტერმა კომპანია Facebook-ს სთხოვა, გადადოს მისი კრიპტოვალუტის Libra-ს გამოშვება იმ დრომდე, ვიდრე კანონმდებლები და მარეგულირებლები არ დაასრულებენ შესაბამის შემოწმებებს. როგორც ცნობილია, Facebook-ი Libra-ს გამოშვებას 2020 წლისთვის აპირებს.
„პრობლემური წარსულის გათვალისწინებით, მე ვთხოვ Facebook-ს დათანხმდეს მორატორიუმს ნებისმიერი სახის კრიპტოვალუტის შემუშავება-განვითარებასთან დაკაშირებით, სანამ მარეგულირებელსა და კონგრესს არ ექნება შესაძლებლობა შეისწავლონ ეს საკითხი“, - განაცხადა მან.
უოტერსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ კომპანიის ხელმძღვანელები უნდა გამოვიდნენ კონგრესში მოსმენებზე, რომელიც Libra-ს დაეთმობა.
მანამდე Facebook-ის ბლოგში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას 2020 წლისთვის გეგმავდა.
გასულ კვირას The Wall Street Journal წერდა, რომ ცალკეული უმსხვილესი ამერიკული კომპანიები, მათ შორის, Visa, Mastercard-ი, PayPal-ი და Uber-ი გეგმავენ 10 მილიონი დოლარის ინვესტირებას კონსორციუმში, რომელიც „დაიწყებდა იმ კრიპტოვალუტის მართვას“, რომელსაც Facebook-ი ქმნის.