BMW ევროპაში 560 000 ავტომობილს გაიწვევს

გერმანული პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელი კომპანია BMW ევროპის მასშტაბით 560 000 ავტომობილს უკან იწვევს. ამის შესახებ სააგენტო DPA კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

საუბარია 2002-2010 წლების განმავლობაში წარმოებულ „მეხუთე“ და „მეექსვე“ სერიის მოდელებზე. გაწვევა ეხება მოდელებს E60, E61, E63 და E64 - წერს DPA.

გაწვევის მიზეზად სახელდება აკუმულატორის საცავში კოროზიის მაღალი რისკი, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს სადენის პრობლემა. „ვფიქრობთ, რომ 60%-ის შემხთვევაში შეკეთება არ დაგვჭირდება“ - აცხადებენ კომპანიაში.

კოკა კვირკველია