Harley-Davidson-ი მოტოციკლების წარმოებას ჩინეთში იწყებს

უმსხვილესი ამერიკული მოტოციკლების მწარმოებელი კომპანია Harley-Davidson-ი ჩინურ კომპანია Qianjiang Motorcycle Company Limited -ს ჩინეთში მოტოციკლების ერთობლივად წარმოებაზე შეუთანხმდა.

კომპანიებს შორის შეთანხმება Harley-ის სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიხედვით ის 2027 წლისთვის მისი ბრენდის ქვეშ წარმოებული მოტოციკლების ნახევრის რეალიზებას ამერიკის ფარგლებს გარეთ გეგმავს.

როგორც ამერიკული კომპანიის განცხადებაში წერია, ჩინეთში წარმოებული მოტოციკლების ზომა უფრო პატარა იქნება, ვიდრე სხვა მოდელების და მათი წარმოება მოხდება Qianjiang-ის ქარხანაში, ხოლო რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე.

ახალი მოტოციკლის ძრავის მოცულობა 338 კბ/სმ იქნება, მაშინ როცა აშშ-ში წარმოებული ამ კომპანიის მოტოციკლებში ძრავის მოცულობა 601 კბ/ სმ-ი და მეტია. მიუხედავად მცირე ზომისა, მოტოციკლეტები პრემიუმ სეგმენტზე იქნება გათვლილი და მათი გაყიდვები უკვე მომავალი წლიდან დაიწყება.

კოკა კვირკველია