გაიზრდება თუ არა საქართველოში უქმე დღეების რაოდენობა - პარლამენტის გადაწყვეტილება

პარლამენტში შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ორი კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში უქმე დღეების რაოდენობა იზრდებოდა, პარლამენტმა მხარ არ დაუჭირა.

კერძოდ, ერთ-ერთი კანონპროექტი, რომლის ავტორებიც პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი და ბექა ნაცვლიშვილი არიან, 1-ლი მაისის უქმე დღედ გამოცხადებას გულისხმობდა. როგორც პროექტის განმარტებით ბარათში იყო აღნიშნული, 1-ლი მაისი შრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც ევროპული ქვეყნების უმეტესობაში უქმე დღედაა გამოცხადებული. პროექტის ავტორების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან შრომის და მშრომელი ადამიანების პატივისცემის გამოხატულება იქნებოდა.

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, მისი ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი პარლამენტის წევრი ალექსანდრე ქანთარიაა. კანონპროექტის თანახმად, უქმე დღეების ჩამონათვალიდან 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე უნდა ამოღებულიყო და - 14 მაისი ,,სამშობლოს დღე“ ამ ჩამონათვალს დამატებოდა. გარდა 14 მაისის უქმე დღედ გამოცხადებისა, პროექტი თამარის ხსენების დღის - 14 მაისის ეროვნულ დღესასწაულად - სამშობლოს დღედ გამოცხადებასაც გულისხმობდა.

თაია არდოტელი