YouTube-მა შესაძლოა, საბავშვო კონტენტი ცალკე გაიტანოს

ვიდეო ჰოსტინგი YouTube საბავშვო კონტენტის ცალკე პროგრამაში - YouTube Kids-ში გადატანას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც გაზეთი წერს, ეს ბავშვების დაცვისთვის კეთდება. როგორც ცნობილია, კომპანია არაერთხელ გააკრიტიკეს კონტროლის უქონლობის გამო დაიცვან არასრულწლოვნები სხვა აუდიტორიისთვის განკუთვნილი კონტენტისგან.

თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა, საბავშვო ვიდეო არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება YouTube-ზე და მასზე კომპანიის სარეკლამო შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი მოდის. ამიტომ კომპანიისთვის ცალკე პროგრამის გამოჩენა საბავშვო კონტენტისთვის არის სარისკო აუდიტორიის შენარჩუნების თვალსაზრისით.

პრობლემის გადაჭრის მეორე შესაძლო ვარიანტად განიხილება ბავშვებისთვის სხვა ვიდეოზე გადასვლის ავტომატური ფუნქცია. ამჯერად ერთი ვიდეოს ნახვის შემდეგ ის ავტომატურად გადადის მომდევნო ვიდეოზე, რომელიც რეკომენდაციების სისტემით მონაცვლეობს.

საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი სხვადასხვა უამრავ ვარიანტს განიხილავენ და „ზოგიერთი მათგანი მხოლოდ იდეად რჩება“.

კოკა კვირკველია