Mars-ი რეკლამებში გენდერულ დისბალანსს აღმოფხვრის

კორპორაცია Mars-ის განცხადებით, მის სარეკლამო რგოლებში არის გენდერული დისბალანსი და მასში მამაკაცები 1,5-ჯერ უფრო ხშირად ჩანან, ვიდრე ქალები. იუწყება გამცემა The Drum-ი.

აღსანიშნავია, რომ შესწავლილ იქნა კომპანია Mars-ის ბრენდების 200-ზე მეტი რეკლამა და აღმოჩნდა, რომ მათში თითქმის ორჯერ მეტი დასაქმებული კაცი პერსონაჟია, ვიდრე ქალი - 26% 11%-ის წინააღმდეგ. ასევე 22% კაცების რეკლამებში ნაჩვენებია როგორც ლიდერი, ხოლო ქალების მხოლოდ 17%.

კომპანიის განვითარების დირექტორის ბერტა დე პაბლოსის თქმით, კომპანია იღებს ვალდებულებას მომავალი თაობების ცნობირების ფორმირებაში, ამიტომ საკუთარ რეკლამებში გეგმავს გაათანაბროს ორივე სქესის წარმომადგენლის მონაწილეობა.