საქართველოში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე დასავლური პრესაც წერს. მასშტაბურ დემონსტრაციებსა და სამართალდამცველების მიერ საპროტესტო აქციების დაშლის ფაქტს ვრცელი სტატიები მიუძღვნეს ისეთმა მსხვილმა გამოცემებმა და მედია ორგანიზაციებმა, როგორებიც CNN, BBC, Euronews, Reuters და Aljazeera-აა.
გამოცემებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ მოსახლეობა და პოლიტიკოსების ნაწილი საქართველოში რუსი დეპუტატის ჩამოსვლამ და მის მიერ საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილის დაკავებამ გააღიზიანა.
დასავლური მედია წერს, რომ რუსული გავლენა საქართველოსთვის ჯერ კიდევ რჩება პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხად. ყველა გამოცემა თავის მკითხველს სტატიებში განუმარტავს, რომ 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე, თუმცა სისხლიანი ომი მოხდა, რის შედეგადაც ახლა საქართველოს მიწების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, თბილისს კი მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს. Euronews წერს, რომ საქართველო, რომელიც არის ენერგომატარებელი, იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებს.