რუსი დეპუტატი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ სასურველია რუსმა ტურისტებმა საქართველოში ჩასვლისგან თავი იქამდე შეიკავონ, ვიდრე ქვეყანაში სიტუაცია არ დასტაბილურდება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული გამოცემა „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. ჯაბაროვის თქმით, საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჯობს, რომ ტურისტებმა უბრალოდ არ გარისკონ.
გამოცემის ინფორმაციით, რუსი დიპლომატი დიმიტრი კასაჩოვი თავის მოქალაქეების გაფრთხილებისას ასევე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში შესაძლოა ვითარება კვლავ დაიძაბოს.