ექსპრეზიდენტს 8 მილიონის გაფლანგვაში ადანაშაულებენ

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა.

საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხების გაფლანგვას. სააკაშვილთან ერთად ბრალი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც წარედგინა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.