მსოფლიო ქალაქებს შორის სახლის დაქირავების სიძვირით ნიუ-იორკი ლიდერობს. ამის შესახებ Global Living-ის ექსპერტების მიერ შედგენილ 2019 წლის რეიტინგშია აღნიშნული.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მსოფლიოს იმ Top-10 ქალაქს, სადაც სახლის დაქირავება ყველაზე ძვირია: (საშუალო ფართი 60-დან 100 კვ/მეტრი)
1. ნიუ-იორკი - ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნიუ-იორკი დასაქირავებელი სახლების სიძვირით პირველ ადგილზეა. აქ სახლის დაქირავების თვიური ღირებულება 2 844 დოლარიდან იწყება.
2. აბუ-დაბი - არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქი დასაქირავებელი სახლების სიძვირით მეორე ადგილზეა. აბუ-დაბიში სახლის დაქირავება მინიმუმ, 2 807 დოლარი ღირს.
3. ჰონგ-კონგი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციული რეგიონში სახლის დაქირავება 2 777 დოლარიდან იწყება.
4. ჯიდა - ქალაქი საუდის არაბეთში, სადაც სახლის დაქირავება თვეში მინიმუმ, 2 399 დოლარი ღირს.
5. ლონდონი - დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა. ლონდონში სახლის დაქირავების მინიმალური ფასი 2 389 დოლარია.
6. ლოს ანჯელესი - ქალაქი აშშ-ში, სადაც ბინის დაქირავების საფასური 2 313 დოლარიდან იწყება.
7. დუბლინი - ქალაქი-საგრაფო ირლანდიაში. აქ დასაქირავებელი სახლის მინიმალური ღირებულება 2 226 დოლარია.
8. ერ-რიადი - საუდის არაბეთის დედაქალაქი, სადაც სახლის დაქირავება მინიმუმ, 2 199 დოლარადაა შესაძლებელი.
9. დუბაი - არაბეთის უდიდეს ქალაქში სახლის დაქირავების მინიმალური ფასი 2 044 დოლარია.
10. სინგაპური - სუვერენული სახელმწიფო აზიაში, სადაც სახლის დაქირავების ღირებულება 1 935 დოლარიდან იწყება.