„საქართველოში ამ დროისთვის ტუროპერატორების მეშვეობით ჩასული 5-7 ათასი რუსი ტურისტი იმყოფება, ხოლო დამოუკიდებლად ჩასული - 2-3 ჯერ მეტი"

საქართველოში ამ დროისთვის ტუროპერატორების მეშვეობით ჩასული 5-7 ათასი რუსი ტურისტი იმყოფება, ხოლო დამოუკიდებლად ჩასული - 2-3 ჯერ მეტი, - ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის დირექტორმა მაია ლომიძემ რუსულ მედიას განუცხადა.

ამასთან, რუსეთის მთავრობაში რუსულ ავიაკომპანიებთან კოორდინაციის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. რუსეთის ვიცე-პრემიერის წარმომადგენლის მაქსიმ აკიმოვის განცხადებით, ავიაკომპანიებს მიეცათ მითითება, რომ მგზავრებისთვის ცხელი ხაზები გახსნან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან დროებით აკრძალა. ამასთან, მან მითითება მისცა მთავრობას, რომ უზრუნველყოს საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება.