რუსეთის მიერ საქართველოსთვის ავიამიმართულებით დაწესებული სანქციების შემდეგ ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" განცხადებას ავრცელებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ ავიაკომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები აეკრძალათ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, აკრძალვა შეეხება ქართულ ავიაკომპანიებსაც.
იმ შემთხვევაში თუ აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" საკუთარ მგზავრებს შესთავაზებს თბილისი-ერევანი-მოსკოვი ტრანზიტულ ფრენებს", – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, 8 ივლისიდან ქართული ავიაკომპანიების ავიარეისები რუსეთის ფედერაციაში შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ რუსეთის საავიაციო უწყებამ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას უკვე აცნობა.