ბათუმსა და სოჭს შორის საზღვაო რეისებზე მოთხოვნა გაიზარდა. შესაბამისად, მაღალსიჩქარიანი გემი „კომეტა“ 8 ივლისიდან კვირაში 2 რეისს განახორციელებს.
როგორც kavkazr.com-ს „ექსპრეს ბათუმში“ განუცხადეს, ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია გამგზავრებამდე 2 კვირით ადრე. ამ ეტაპზე გემი სოჭი-ბათუმის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ერთ რეისს ასრულებს, 8 ივლისიდან კი რეისების რაოდენობა 2-მდე გაიზრდება. მგზავრობის დრო 10 საათია, ფასი კი 7 ათასი რუბლი, ანუ დაახლოებით იმდენი ღირს, რაც თვითმფრინავის ბილეთი. "კომეტას" ერთდროულად 114 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.
საქართველოში მოხვედრა ასევე შესაძლებელი იქნებოდა სოჭი-ტრაპზონის საბორნე რეისით, თუმცა ამ მიმართულებაზე გემის დანიშვნის თარიღი დღემდე გაურკვეველია - განაცხადა სოჭის პორტის სამგზავრო სამსახურის უფროსმა ბორის კონონიუკმა.