როგორია სასტუმროს საშუალო ფასები საქართველოში

საქართველოში მდებარე სასტუმროების საშუალო ფასების შესახებ კვლევას ორგანიზაცია PMCG აქვეყნებს. მათი მონაცემებით, 2019 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 128 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანის - 219 ლარი.

რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმრების საშუალო ფასს, მაისში 494 ლარი შეადგინა.

„თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 612 ლარი შეადგინა, აჭარაში - 479 ლარი, ხოლო სამცხე- ჯავახეთში და კახეთში - 375 ლარი“,-ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციითვე, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 76 ლარი შეადგინა.

ნინი ქეთელაური