რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის შეცერების საკითხს „აისეტიც“ ეხმაურება. ორგანიზაციაში ქართულ ეკონომიკაზე რუსი ტურისტების შემცირების ეფექტს აფასებენ და აღნიშნავენ, რომ საჰაერო გზით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი ქართულ ეკონომიკაში მხოლოდ 0.5%-ია.
„ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ბევრი ღელავს, რომ რუსეთის მიერ დაწესებულმა აკრძალვამ საქართველოს მიმართულებით ფრენებზე შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს საქართველოს ტურიზმის სექტორსა და ზოგადად, ეკონომიკას.
ციფრები კი შემდეგს გვეუბნება: ტურიზმის წილი ეკონომიკაში 7.6%-ია, რუსი ტურისტების მიერ შეტანილი წვლილი ეკონომიკაში 1.8%-ია, ხოლო საჰაერო გზებით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი – 0.5%,“-აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.