Bloomberg-ზე $1 2,8350 ლარად ივაჭრება - რა ღირს დოლარი კომერციულ ბანკებში

კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულებამ 2,87 ლარს გადააჭარბა. 12:55 საათისთვის კი Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2,8350 ლარად ივაჭრება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირს დოლარი კომერციულ ბანკებში.

ამ დროისათვის, „საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.871 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.78 ლარად შეეძლებათ.

„თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა - 2.875 ლარად, ხოლო მისი გაყიდვა - 2.78 ლარადაა შესაძლებელი.

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2.87 ლარია, მის გაყიდვას კი მოქალაქეები 2.78 ლარად შეძლებენ.

2.87 ლარი ღირს ერთი დოლარი „პროკრედიტ ბანკს“ და „ტერაბანკში“.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით კი, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7945 ლარია.