ხე-ტყის ჭრაზე მონიტორინგი მკაცრდება

უკანონო ხე-ტყის ჭრისთვის ყველა მკაცრად დაისჯება, - აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა ხე-ტყის უკანონო ჭრა იყო.

ნარმანიას თქმით, უკანონო ჭრაზე მონიტორინგი მკაცრდება. კონტროლი მკაცრდება ასევე იმ პირების მიმართ, ვისაც ხეების მოჭრის ნებართვა აქვს და ამასთან, მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების ვალდებულება გააჩნია.

"იყო ხე-ტყის უკანონო ჭრის რამდენიმე შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. შესაბამისმა სამსახურებმა ის პირები დააჯარიმეს, რომლებიც ასეთი ტიპის უკანონობას ახდენენ. ჩვენ შესაბამის ჯგუფებს გავაძლიერებთ. მონიტორინგი ხე-ტყის ჭრაზე მკაცრდება. მინდა, ყველას მოვუწოდო, თავი გაანებონ უკანონო ჭრას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ძალიან მკაცრად დაისჯებიან", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.