ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მედია კამპანიას #დაისვენესაქართველოში ივლისის ბოლომდე გააგრძელებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სტიმულირების მიზნით, მედია კამპანიას ივლისის ბოლომდე გააგრძელებს,-ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების მიზნით ახორციელებს მასშტაბურ კამპანიას სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram), როგორიცაა #დაისვენესაქართველოში #SpendYourSummerInGeorgia.

ამასთან, კამპანიის ფარგლებში ადმინისტრაციის ოფიციალური ტურისტული გვერდიდან Georgia Travel, მიზნობრივ ქვეყნებში (უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, საქართველო) საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლი - #EmotionsAreGeorgia გაეშვა, რომელიც დაფუძნებულია რეალური ადამიანების მიერ სოციალურ მედიაში საქართველოს შესახებ გაზიარებულ პოსტებზე.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სოციალური მედია კამპანია ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.