აჭარის მთავრობა, ქობულეთის მოსახლეობას ტურისტულ სეზონზე მხარდაჭერას უცხადებს

აჭარის მთავრობა, ქობულეთის მოსახლეობას ტურისტულ სეზონზე მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩვენ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ოპერატიულად დავიწყეთ გამოსავლის ძიება ტურიზმის ინდუსტრიაში შექმნილი ვითარების გამო.

ყურადღებით მოვუსმინეთ ქობულეთში მცირე მეწარმეებს და საოჯახო სასტუმროების მფლობელებს. გამოვხატეთ მათდამი სრული მხარდაჭერა.

რაც შეეხება იპოთეკური სესხით დაზარალებულებულებს, ასეთი რამდენიმე ოჯახია დარჩენილი. საკითხზე ვმუშაობთ და ვეცდებით გადავჭრათ პრობლემა“, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.