ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახური ავიაკომპანიის Air Astana - ს პრეზიდენტს, პიტერ ფოსტერს შეხვდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე არსებული ვითარება და ყაზახური ავიაკომპანიის გეგმები საქართველოში საქმიანობის შესახებ. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „Air Astana“ წარმატებით მუშაობს საქართველოს ბაზარზე და დიდი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ყაზახეთიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიმართულებით.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე.