მეტროსადგურ „ნაძალადევში“ ვაგონში დაკვამლიანების გამო მოძრაობა მცირე ხნით შეფერხებული იყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მოძრავი შემადგენლობის ერთი ვაგონი გაუმართავი იყო.
„აღნიშნულის გამო მატარებელი გადაიყვანეს ჩიხში, რის გამოც მოძრაობა 6 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო. მთლიან შემადგენლობას პრობლემა არ ჰქონია, მხოლოდ ერთი ვაგონის გაუმართაობა დაფიქსირდა. მატარებელი დაიცალა მგზავრებისგან. ასევე გიდასტურებთ, რომ ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა, რის გამოც გამოძახებულ იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და მას შესაბამისი პირველადი დახმარება გაეწია. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.