„როსტურიზმის“ ინფორმაციით, ამ მომენტისთვის საქართველოში 930 ორგანიზებული რუსი ტურისტი იმყოფება და ისინი სახლში გეგმურად, 8 ივლისის ჩათვლით დაბრუნდებიან. აღნიშნული ინფორმაცია „როსტურიზმს“ მოთხოვნის შემდეგ ტურისტულმა ფირმებმა მიაწოდეს.
21-დან 26 ივნისის ჩათვლით, რუსეთში უკვე დაბრუნდა 570 ტურისტი. ამ მომენტისთვის რუსეთის 3 714 მოქალაქეს ტურისტულ კომპანიებთან გაფორმებული აქვს საქართველოში ჩამოსვლაზე ხელშეკრულებები.
სახელმწიფოს მითითების შემდეგ ტუროპერატორები საქართველოსკენ ტურისტულ ჯგუფებს აღარ უშვებენ. მათ სთავაზობენ ან ალტერნატიულ მარშრუტებს, ან ფულს უბრუნებენ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.