საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 17,835 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 10,229 მლნ დოლარით მეტია წინა კვარტალთან შედარებით. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი 17,825 მლრდ დოლარს შეადგენდა.
2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სამთავრობო სექტორის ვალი 5,361 მლრდ დოლარს შეადგენს, ეროვნული ბანკის კი 376,4 მლნ დოლარს.
ამასთან, 31 მარტის მდგომარეობით კომერციული ბანკების საგარეო ვალი 4, 240 მლრდ დოლარია, სხვა სექტორების კი 5, 448 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ ბანკების ვალდებულება ერთ კვარტალში თითქმის 50 მლნ დოლარით შემცირდა, მაშინ, როცა სხვა სექტორების საგარეო ვალდებულება თითქმის 30 მლნ დოლარით გაიზარდა. პირდაპირი ინვესტიციები -კომპანიათაშორისი სესხების მოცულობა კი 2,409 მლრდ დოლარს შეადგენს.
შემცირებულია არასაბანკო საფინანსო კორპორაციების საგარეო ვალი და დღეს 135,4 მლნ დოლარს შეადგენს (წინა კვარტალში იყო 155,6 მლნ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ უცხოური ვალუტით აღებული საგარეო ვალი შეადგენს 16,004 მლრდ დოლარს, საიდანაც მოკლევადიანია 3,341 მლრდ დოლარი, გრძელვადიანი კი - 12,663 მლრდ. ეროვნული ვალუტით აღებული ვალის მოცულობა 749,2 მლნ დოლარს შეადგენს.