„როსსელხოზნადზორი“ ქართული მცენარეული პროდუქტის იმპორტის აკრძალვას არ აპირებს

„როსსელხოზნადზორი“ ქართული მცენარეული პროდუქტის იმპორტის აკრძალვის მიზეზს ვერ ხედავს - ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა განაცხადა. მისი თქმით, სამსახური ქართველ კოლეგებთან საკმაოდ ეფექტურად თანამშრომლობს, - წერს რუსული მედია.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, საქართველოში დღეს რუსეთიდან იმაზე ოთხჯერ მეტი პროდუქცია შედის, ვიდრე რუსეთში შემოდის იქიდან.

„ჩვენ დღეს პოლიტიკურ საკითხებს არ ვეხებით. ჩვენ გვაინტერესებს ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხები. ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ საქართველოს შესაბამის სამსახურთან და ურთიერთგაგება საკმაოდ კარგ დონეზეა", - განაცხადა მან.