YouTube-მ ვიდეოების რეკომენდაციის ახალი სისტემა წარადგინა, ასევე მოგვცა საშუალება ამა თუ იმ არხიდან ვიდეორგოლების შეთავაზების ბლოკირება მოვახდინოთ. ახალი ფუნქციების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე გავრცელდა.
ამიერიდან YouTube-ის მთავარ გვერდზე თქვენ ნახავთ ჩამონათვალს თემების მიხედვით, რომელთა შერჩევა მოხდა თქვენს მიერ აქამდე ნანახი ვიდეოების მიხედვით. იგივე ფუნქცია გაჩნდება განყოფილებაში „შემდეგი“.
ვიდეოსერვისი ასევე მოგცემთ საშუალებას დაბლოკოთ ვიდეო რეკომენდაციები ცალკეული არხებისგან, რის შემდეგაც ისინი თქვენს გვერდზე არ გამოჩნდებიან. ამასთან, YouTube აუხსნის მომხმარებელს, რატომ სთავაზობენ მას ვიდეოებს სხვადასხვა არხებიდან, რომლებიც მათ აქამდე არ უნახავთ. ამის შესახებ ინფორმაციას ისინი სპეციალურ ფანჯარაში იხილავენ, რომელიც უშუალოდ ვიდეო რგოლის ქვეშ გაჩნდება
YouTube-ის ახალი ფუქნციები უკვე ხელმისაწვდომია iOS სისტემისთვის და მალე გამოჩნდება ვებ და Android ვერსიებისთვისაც.