„ნიკორა“ ერთვება კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“

„ნიკორა“ ტურიზმის მხარდასაჭერად ერთვება კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“ და ქვეყნის მასშტაბით გასვლით ტურებს გეგმავს.

კომპანიაში დასაქმებული ადამიანები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ესტუმრებიან. ზაფხულის განმავლობაში, 1 000-მდე ადამიანი მოინახულებს მარტვილს, ვარძიას, ოკაცეს კანიონს, წინანდალს, ილიას ტბას... ტურის ფარგლებში ისინი ადგილობრივი, საოჯახო რესტორნებისა და კვების ობიექტების მომსახურებით ისარგებლებენ.

აღნიშნული ტურების მიზანი საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობა და წახალისებაა. ტურები ისე დაიგეგმება, რომ მოხდეს პოპულარიზაცია ცნობილი და შედარებით უცნობი ადგილების, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის საინტერესო იქნება.

გასვლების პარალელურად იგეგმება გათამაშებები „ნიკორას“ სოციალური ქსელით, რომლის გამარჯვებულებიც შიდა ტურების საგზურებით დაჯილდოვდებიან.