1-ლი ივლისიდან რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინაში რუსული წარმოების ავტომობილების, სატვირტო ავტომობილების, ტრაქტორებისა და მოტოციკლეტების ექსპორტირებას. აკრძალვა ეხება არამხოლოდ რუსულ ბრენდებს, არამედ რუსეთში წარმოებულ უცხოური კომპანიების ავტომობილებსაც.
როგოროც რუსულ მხარეს აცხადებ, ისინი მზად იყვნენ გართულებებისთვის, თუმცა პირველ ჯერზე ვარაუდობდნენ, რომ მოხდებოდა საბაჟო ტარიფების გაზრდა და არა პირდაპირ აკრძალვა.
დღეისათვის რუსეთი უკრაინის ბაზარზე ახდენდა შემდეგი კომპანიების სხვადასხვა მოდელების ექსპორტს: Lada და УАЗ, ასევე უცხოური მოდელების, რომელთა წარმოებაც ხდება რუსეთში: Chevrolet Niva, Volkswagen Polo, Kia Rio, Hyundai Solaris და Creta. გარდა ამისა, ექსპორტზე გადიოდა სატვირთოები КАМАЗ და ГАЗ, და ავტობუსები ПАЗ.
РБК-ს ინფორმაციით, 2018 წელს რუსეთმა უკრაინაში 50 მილიონი დოლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპორტი განახორციელა.