Nationalgeographic - 11 ადგილი, რასაც მხოლოდ საქართველოში ნახავთ

ზღვის სანაპიროებით, მთებით, ტბებით და ისტორიული ნანგრევებით უნიკალური ქვეყანა - ასე ახასიათებს nationalgeographic საქართველოს და მოგზაურებს მის მონახულებას ურჩევს.

გამოცემა მოგზაურებს 11 უნიკალურ ადგილს სთავაზობს, რომლის ნახვაც მხოლოდ საქართველოში შეგიძლიათ.

კაცხის სვეტი

კაცხის სვეტი 40 მეტრის სიმაღლის კირქვის სვეტია, რომლის წვერშიც მონასტერი მდებარეობს. სვეტი ჭიათურაში სოფელ კაცხში მდებარეობს, მონასტერი მე-8-9 საუკუნით თარიღდება. მასზე ასვლა მხოლოდ ვიწრო რკინის კიბითაა შესაძლებელი.

მცხეთის ისტორიული ძეგლები

ეს მისტიური ქალაქი ქვეყნის სულიერი გულია. საქართველოს ყოფილი დედალაქი თბილისთან ახლოს მდებარეობს და იუნესკოს სიაშია, რომელიც მოიცავს მეორე უდიდეს ტაძარს სვეტიცხოველს. ეს უდიდესი ძეგლი მე-4 საუკუნეში აშენდა, თუმცა შემოსევების შემდეგ რამდენჯერმე გადაკეთდა.

ხედი ჯვრის მონასტრიდან

ჯვრის მონასტერი მნიშვნელოვანი ძეგლია, ხედი კი საკმაოდ სანახაობრივი. შენობა ნაგებობების კომპლექსი სხვადასხვა პერიოდში აშენდა. ჯვრის მონატრიდან შეგიძლიათ იხილოთ მცხეთა და მდინარე მტკვარი.

ვარძია

კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მე-12 საუკუნით თარიღდება, რომელიც შესაძლოა იუნესკოს სიაში შევიდეს. ვარძია მრავალსართულიანი ანსამბლია, რომელიც 500 მეტრითაა გაშლილი, ქვაბულები განთავსებულია იარუსებად. ცალკეულ მონაკვეთებში გვხვდება ხუთი, ექვსი და შვიდი იარუსი. აღმოსავლეთ ნაწილში ქვაბულთა 13 იარუსი დასტურდება. ერთიანი სისტემით აქ 19 იარუსია.

უფლისციხე

ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს 8 ჰექტარს, თავისი გამოქვაბულებით, საცხოვრებელი სახლებით, კუპეებით და ვიწრო ქუჩებით. არქეოლოგებმა ქალაქი 1957 წელს აღმოაჩინეს.

უძირო ტბა

რაჭის მაღალმთიან რეგიონში ულამაზესი ტბა მდებარეობს. ტბა ზღვის დონიდან 2800 მეტრზე არის განლაგებული საიდანაც კავკასიონზე ულამაზესი ხედი იშლება.

ანანურის კომპლექსი

ანანურის კომპლექსი თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ანანურის ციხემ უამრავი ბრძოლა გადაიტანა. ციხეებისა და ეკლესიების ანსამბლი მე -13 საუკუნით თარიღდება და მე -19 საუკუნემდე გამოიყენებოდა.

ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი

ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ერთ-ერთია რის გამოც თბილისს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. თეატრი 1851 წელს გაიხსნა და ის ერთ-ერთი უძველესი შენობაა აღმოსავლეთ ევროპაში.

„გადაჭრილი“ გორა

ე.წ „გადაჭრილი“ გორა ნეოლითური სოფელია. ითვლება, რომ მსოფლიოში პირველ ღვინოს სწორედ აქ ამზადებდნენ. კერამიკის ფრაგმენტები, სადაც ღვინის ნარჩენებია, 8 ათასი წლით თარიღდება.

მშვიდობის მონუმენტი

სტეფანწმინდის მიმართულებით სამხედრო გზაზე ეს ძეგლი 1983 წელს აიგო. ის გეორგიევსკის ტრაქტატსა და საქართველო-რუსეთის მეგობრობის 200 წლისთავს მიეძღვნა. მონუმენტი გზიდან მოშორებით ამაღლებულ ბორცვზე მდებარეობს, საიდანაც შთამბეჭდავი ხედები იშლება ხეობასა და მთების მასივზე.

ჭიათურის საბაგირო

1800-იან წლებში ჭიათურა საქართველოს მანგანუმის სამთო-ქალაქი იყო. მაღაროელები კი საბაგიროს გადაადგილებისთვის იყენებდნენ. ადგილობრივები აღნიშნულ საბაგიროს ისევ იყენებენ.

ლიკა ამირაშვილი