2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში სამოხელეო დანაშაულის 55 შემთხვევა დარეგისტრირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამოხელეო დანაშაულის 55 რეგისტრირებული ფაქტიდან მხოლოდ 1 შემთხვევაა გახსნილი, შესაბამისად, გახსნის მაჩვენებელი 1.82%-ს შეადგენს.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ ხუთ თვეში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან ყველაზე მეტი - 33 შემთხვევა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. გარდა ამისა: 2019 წლის იანვარ-მაისში 4 - ქრთამის აღების; 8 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების; 7 – სამსახურებრივი გულგრილობის და 3 - სამსახურებრივი სიყალბის ფაქტი დაფიქსირდა.