"ვითიბი ბანკი": 6 თვის შედეგებით, ბანკის ფინანსური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა

6 თვის შედეგებით, "ვითიბი ბანკის" ფინანსური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ბანკის ინფორმაციით, წლის პირველი ნახევრის შედეგებით "ვითიბი ბანკმა" ფიზიკური პირების და ბიზნესის დაკრედიტება მნიშვნელოვნად გაზარდა. ბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდამ 10.8% შეადგინა. კერძოდ, მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის სესხები 14%-ით გაიზარდა და საკრედიტო პორტფელმა 361 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდამ 5.4% შეადგინა და საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 198 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 200.3 მილიონ ლარს მიაღწია. იურიდიული პირების დეპოზიტების ზრდამ 14.1% შეადგინა და 384 მილიონ ლარს გადააჭარბა.

2014 წლის პირველ ნახევარში "ვითიბი ბანკის" აქტივები 5.4%-ით გაიზარდა, მოგებამ 3.9 მილიონი ლარი შეადგინა.