ვადაგადაცილებული სესხები 5,6 მლნ ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის „თვის მიმოხილვის" მიხედვით, მაისში ვადაგადაცილებული სესხები 5.6 მლნ ლარით გაიზარდა და 499.3 მლნ ლარს გაუტოლდა.

მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 42.2 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 56.4 პროცენტს გაუტოლდა.