აშშ Huawei-ს ტექნოლოგიურ ბლოკადას წყვეტს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინური ტელესაკომუნიკაციო კომპანია Huawei-ს ტექნოლოგიურ ბლოკადას წყვეტს.

ტრამპმა კომპანიის ტექნოლოგიური პროდუქციის გაყიდვის ნებართვა გასცა, - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა „დიდი ოცეულის“ ქვეყნების სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აღნიშნულ შეთანხმებამდე დონალდ ტრამპი სი ძინპინთან ორმხრივი მოლაპარაკებისას მივიდა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ცოტა ხნის წინ კომპანია „ჰუავეი“ შავ სიაში შეიყვანა და განაცხადა, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„ჰუავეი“ მობილური ქსელების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომმარაგებელი და სმარტფონების სიდიდით მეორე მწარმოებელია.