შრომითი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვის მიზნით მერია დღეიდან მშენებლობებზე ინტენსიურ მონიტორინგს იწყებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, თუმცა, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვა კვლავ პრობლემად რჩება.
შესაბამისად, შრომითი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, 1 ივლისიდან მუნიციპალიტეტები, შესაბამის უწყებებთან ერთად, იწყებენ ინტენსიურ მონიტორინგს.