კომპანიის გაყიდვებმა, გასულ თვეს, რამდენიმე მილიონით მეტი შეადგინა, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში.
ამის შესახებ „აიპლიუსიდან“ იუწყებიან. „ჩვენ მაისშიც დიდი ზრდა გვქონდა და მაშინ თამამად შეგვეძლო გვეთქვა, რომ საბანკო რეგულაციების უარყოფითი გავლენა სრულად ამოიწურა. ბოლო მონაცემებით კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ნეგატიური წილი ჩვენს მუშაობაში არ შეუტანია.
მიუხედავად არასტაბილური მდგომარეობის განცდისა, რა დროსაც ბიზნეს აქტივობა ფრთხილია და მცირდება, გასული პერიოდში მიმდინარე მოვლენებს გავლენა არ მოუხდენია ჩვენს ბიზნეს აქტივობებზე“, - განაცხადეს „აიპლიუსში“.
კომპანიის ინფორმაციით, ივნისში გაყიდვები არამხოლოდ თანხობრივად, არამედ გაყიდული პროდუქცია რაოდენობრივადაც გაიზარდა. ივნისის გაყიდვებში უცხოელი მომხმარებელების ყიდვის მოცულობა შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მილიონი ლარით არის გაზრდილი.