ოქროს ნაკეთობების დეკლარირების გარეშე შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვები პუნქტის "სადახლო-საავტომობილოს" მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ნაკეთობების დეკლარირების გარეშე შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ნივთები სომხეთის მხრიდან შემოსული რუსეთის მოქალაქე ა.ს.-ის ბარგის დათვალიერებისას აღმოაჩინეს.

"ნაკეთობების საერთო წონამ 119,39 გრამი, ხოლო ღირებულებამ 4883,24 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მგზავრს შეეფარდა სანქცია 4883,24 ლარის ოდენობით", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.