მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისის“ აქციების ნაწილი 20 მლნ დოლარად გაასხვისეს.
ამის შესახებ განცხადება აქციონერებისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, გარიგების შედეგად, „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციების 1.81% დროებით გასხვისდა კვიპროსში რეგისტრირებულ Renaissance Securities-ზე. აქციათა წილს კი ჯგუფის თავმჯდომარე და მისი მოადგილე 2021 წლის 28 ივნისს გამოისყიდიან.
შეგახსენებთ, რომ აქციათა დროებით გასხვისების შესახებ, ინფორმაცია მიმდინარე წლის 26 ივნისს გავრცელდა. ხაზარიძე და ჯაფარიძე ჯამში, აქციათა 8%-ის გასხვისებას გეგმავენ.
აქციათა 1.81%-ის ნაწილის დროებითი გასხვისების შედეგად, ხაზარაძე აქციათა 11.89%-ის, ხოლო ჯაფარიძე - 6.37%-ის მფლობელები არიან.
ცნობისთვის, აქციათა ნაწილის გასხვისებამდე ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს, წილების მითითებით ასე გამოიყურებოდა: მამუკა ხაზარაძე - 13.37%; ბადრი ჯაფარიძე - 6.68%; European Bank for Reconstruction and Development - 8.08%; JPMorgan Asset Management - 6.49%; Schroder Investment Management - 7.18% და Dunross & Co. - 5.94%.