ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს სარკინიგზო აბრეშუმის გზის მნიშვნელობის მიმართულებით.
ამჟამად BTU-ს სივრცეში, სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევა ტარდება, რომელიც სარკინიგზო აბრეშუმის გზის განვითარებას ეხება, რაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის. კვლევას უნივერსიტეტის დოქტორანტი, ასოცირებული პროფესორი დავით გონდაური ხელმძღვანელობს.
კვლევის მიზანია: სარკინიგზო სატრანსპორტო სისტემის ამჟამინდელი მდგომარეობის ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი. ასევე, საქართველოს რკინიგზის სისტემის განვითარების, მისი პერსპექტივისა და რისკების შეფასება.
კვლევის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სარკინიგზო აბრეშუმის გზის განვითარების მნიშვნელობასთან დაკავშირებით პანელური დისკუსიაც გაიმართა.
დისკუსიას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი და სარკინიგზო დარგში მოღვაწე აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა კვლევის ფარგლებში წარმოდგენილი სარკინიგზო ტრანსპორტის ეფექტიანობაზე მოქმედი მაკრო და მიკროეკონომიკური ფაქტორები, მათი ზემოქმედების დონის განსაზღვრა ფირმის განზოგადოებულ მაჩვენებლებზე ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდების გამოყენებით. ასევე, სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და ტვირთების მოძრაობის განვითარების სტრატეგია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დოქტორანტის საქმიანობის სფეროსა და საკვლევი თემატიკას შორის მჭიდრო კავშირი უზრუნველყოფს საინტერესო, აქტუალური საკითხების სწორად წარმოჩენასა და მისი გადაჭრისათვის საუკეთესო გზების მოძიებას.